ფინანსთა მინისტრი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
“შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.
ფინანსთა მინისტრმა უნგრელ დიპლომატს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2024 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.