ფილიპინების პრეზიდენტი – აშშ-ის, იაპონიისა და ფილიპინების შეთანხმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დინამიკას შეცვლის

აშშ-ის, იაპონიისა და ფილიპინების შეთანხმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დინამიკას შეცვლის, – ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ერთად გამართული სამი ქვეყნის სამიტის შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ, სამმხრივი შეთანხმება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს დინამიკას შეცვლის, დინამიკას, რომელსაც ჩვენ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო ვხედავთ“, – განაცხადა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა.
ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენმა, ფუმიო კიშიდამ და ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ფილიპინების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის სამიტის სამიზნეს ჩინეთი არ წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?