ფაშინიანის თქმით, 2019 წლისგან განსხვავებით, პატრიოტიზმი სხვანაირად ესმის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რით განსხვავდება მისი ამჟამინდელი პატრიოტიზმის მოდელი 2019 წლის მოდელისგან და აგრეთვე განმარტა ზოგიერთი თავისი 2019 წელს გაკეთებული განცხადების მიზეზები – როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის გამოსვლაში „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიის VII ყრილობაზე.
„არ შემიძლია დავივიწყო, როგორ ვთქვი 2019 წელს: „არცახი – ეს არის სომხეთი და წერტილი!“ რატომ გავაკეთე ეს განცხადება 2019 წელს, როდესაც დღეს ვგრძნობ მშვიდობის სიხარულს? ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს სრულიად კონკრეტული მიზეზები და ახსნა. და ახსნა ნამდვილად ძალიან კონკრეტულია. ეს განცხადება გავაკეთე უბრალო მიზეზით: პატრიოტიზმის გამო, იმიტომ რომ პატრიოტი ვიყავი. ჩნდება კითხვა: ნუთუ ახლა აღარ ვარ პატრიოტი? რა თქმა უნდა, პატრიოტი ვარ. მაგრამ უფრო მეტი პატრიოტი ვარ თუ ნაკლები? არც მეტი, არც ნაკლები – ისევ ის პატრიოტი ვარ“, – თქვა ფაშინიანმა.
როგორც ფაშინიანი ამბობს, მიზეზი პატრიოტიზმის მოდელში და ფორმულაშია.
” 2019 წელს კი ვიყავი პატრიოტი იმ ერთადერთი პატრიოტიზმის მოდელით, რომელიც იმ დროს სომხეთში არსებობდა. მაგრამ ვინ შექმნა ეს პატრიოტიზმის მოდელი, ვინ ჩამოაყალიბა ის? ეს მოდელი – პატრიოტიზმის მოდელია, რომელიც ნაკარნახევია საბჭოთა იმპერიით, უფრო ზუსტად, მის ლიდერებით: სტალინით, ხრუშჩოვით და ბრეჟნევით”.
მისი თქმით, პატრიოტიზმის მოდელი, რომელიც სომხეთში არსებობდა „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიამდე, დიდწილად ყალიბდებოდა 1940–1980-იანი წლების წიგნებზე, სიმღერებზე, ლექსებზე, მხატვრულ ნაწარმოებებსა და პიესებზე დაყრდნობით.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, ამ ნაწარმოებებში ჩაედოთ ჩვენი ხალხის ნამდვილი მისწრაფებები, ემოციები და გრძნობები. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხორციელდებოდა საბჭოთა კავშირის “გლავლიტში”. „გლავლიტი“ იყო ორგანიზაცია, რომელიც ცენზურას აწესებდა ყველა გამოსვლაზე, ყველა გაზეთის პუბლიკაციაზე, ყველა წიგნზე, მთელ კონტენტზე. და ყველაფერი, რაც ამ „გლავლიტის“ ფილტრს ვერ გადიოდა, არ ქვეყნდებოდა. ამიტომ ყველა ის ნაწარმოები, რომლის საფუძველზეც ყალიბდებოდა ჩვენი პატრიოტიზმის მოდელი, იქმნებოდა „გლავლიტის“ პირობებში. ამიტომ, თუნდაც ნაწილობრივ, ისინი გამოხატავდნენ იმპერიის მიერ გატარებულ პოლიტიკას და ამ ღერძის გარშემო შენდებოდა,“ – თქვა ფაშინიანმა.