ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში 14 პირი იქნება, კვოტები კი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 7; „ხალხის ძალა“ – 3; „საქართველოსთვის – 3; ევროსოციალისტები“ – 1.
პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, დროებითი კომისიის კანდიდატებზე დროულად შეჯერდნენ.
საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.




