უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა – კომერციული ბანკები და განაკვეთების უფრო შემცირებას აანონსებენ

უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაა, რომელმაც კომერციულ ბანკებს რეზერვების ზედა ზღვარი და სარეზერვო ვალდებულებები შეუმცირა. საფინანსო ინსტიტუტებისთვის შემსუბუქებულმა პირობებმა მათ საშუალება მისცა მცირე და საშუალო ბიზნესს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის პროცენტი შეუმციროს. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის და ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს აუცილებელია – აცხადებენ კომერციული ბანკები და საპროცენტო განაკვეთების უფრო შემცირებას აანონსებენ.
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში რეზერვების ზედა ზღვარს 25-დან 20 პროცენტამდე უმცირებს. იკლებს ბანკებისთვის დაწესებული დამატებითი სარეზერვო მოთხოვნის მოცულობაც. გადაწყვეტილება მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის კომიტეტებმა უკვე მიიღეს. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სიახლეს, დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობებით ხსნის. ნატია თურნავას განმარტებით, შემსუბუქებული პირობები მცირე და საშუალო ბიზნესს უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე პროცენტს შეუმცირებს, რაც ეკონომიკურ სტაბილურობაზე დადებითად აისახება.
უცხოურ ვალუტაში სესხებზე განაკვეთი 2 პროცენტით უკვე შეამცირა “საქართველოს ბანკმა”. ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო საფინანსო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. მათთვის პირობების შემსუბუქება, კი გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
კომერციული ბანკებისთვის რეზერვების ვალდებულების შემცირება რომ კერძო სექტორზე პოზიტიურად უკვე აისახა, ამას “ ბანკშიც” ადასტურებენ. ქართული საბანკო სისტემის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აანონსებს. ბანკის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ლარის კურსის სტაბილურობასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც პოზიტიურად აისახება.
კერძო სექტორისა და ეროვნული ბანკის ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმაც. სოსო ფხაკაძის აზრით, კოორდინირებული მოქმედება და დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკური სუბიექტების უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი თითოეული მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობაზეც აისახება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა, მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს