“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად სტუდენტები შეიკრიბნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან დღევანდელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიწყო, რის შემდეგადაც ორგანიზატორებმა შეკრებილებს დღევანდელ დღის გეგმა გააცნეს.
როგორც ორგანიზატორებმა აქციაზე განაცხადეს, მთავრობის მიერ არაევროპული განცხადებების გამო საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან მსვლელობას აპირებენ.
მანამდე სტუდენტები პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლას გეგმავენ.
ამასთან, სტუდენტები ე.წ. ოფშორებთან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებსაც აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ პარლამენტმა ორივე კანონი უკან უნდა გაიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

EBRD-ის პრეზიდენტი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს