“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან დაბრუნდნენ – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდულია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა ისევ შეზღუდულია.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორების ცნობით, მონაწილეები პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს წინ გააგრძელებენ.
“ვისია ეს ქვეყანა? – ჩვენი!”, “ჩვენ ვართ საქართველო!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ