მედია: შვილის აქციებში მონაწილეობის გამო, 90 წლის რობიზონ ნატროშვილის შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

90 წლის  რობიზონ ნატროშვილის შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზად გათავისუფლებულის შვილის, [რობიზონ ნატროშვილის შვილიშვილის] ანტირუსულ აქციებში მონაწილეობაა.

რობიზონ ნატროშვილს საზოგადოება ქიზიყელ პაპად იცნობს, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში პოპულარულია. მოხუცი ამბობს, რომ შვილის სამსახურიდან გათავისუფლებით ოჯახმა შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა:

“გაათავისუფლეს სამსახურიდან, დავრჩით უხელფასოდ, სახლიც ყადაღაშია ჩადებული. მე ჩემი შვილი მენანება, რომ შეიძლება იმდენი ინერვიულოს, გადატანა გაუჭირდეს” – ამბობს ნატროშვილი, რომლის ვიდეოსაც შვილიშვილი ავრცელებს და ამბობს, რომ მომხდარი სწორედ მის აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

ოჯახის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიშები:

GE95BG0000000366138404

GE73TB7464145064300062

მიმღები: ნატროშვილი ზურაბი

წყარო