უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ — სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, საქართველოში პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. ამისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ.
“მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი”, — აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამარტივებული წესებით სარგებლობა შეეძლებათ -ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე – კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მომუშავე ქართველ ექიმებს.