“არც ხელისუფლების შეწუხებას ვაპირებ, არც საპატრიარქოს შეწუხებას, ხელმოწერების შეგროვებას ვაპირებ ანდროს გამოშვებაზე და იმ ბიჭების, რომლებიც მართლა გამოსაშვებია და ანდროსნაირად იყვნენ იქ მისულები.
(…) მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად გავაკეთებ ამას, რომ ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ იმიტომ, რომ ამათი მთავარი ამბავი არის, რომ იყვნენ ციხეში და პოლიტიკური სპეკულაციები აკეთონ, პრესაში, მედიაში თუ აქ.
მე მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ესე ვთქვათ, ვითომ მედიის კორიფეს, სახაროვის პრემია კიარა ჩვეულებრივი მოძალადეა, პოლიციელს დაარტყა სილა, რა სახაროვი, ყველამ იცის ეგ ამბავი ხო? და ყველამ ნახა, ვის რაში სჭირდება შენი მედია, მედიები გყავთ აგერ გრიგოლიები და ქვეყანა მედიები ვერაფერს ვერ აკეთებენ, მზია ამაღლობელს რა უნდა გაეკეთებინა, ვინ იცნობდა საერთოდ მზია ამაღლობელს, “სახაროვის პრემია”, მაგრები ხართ…
როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა, არ ღირს მაგათთან არავითარი ლოლიავი, პოლიტიკური პროტესტების აშენება მაგათ ხარჯზე, ასე რომ დავიწყებთ ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას მათ გათავისუფლებაზე და მაინტერესებს ვინ მოაწერთ ხელს და ვინ არა, რომ დაგადგებიან პირდაპირ ჟურნალისტები კალმისტრებით.
ხო ხართ თან ბევრნი, ერთად ყველამ, რომ მოაწეროთ ჩვეულებრივ გამოვლენ და თუ თქვენ არ მოაწერთ, ჩვენ მოვაწერთ და მაინც გამოვლენ, ოღონდ პანჩურით.” – თქვა ოცნების პროპაგანდისტმა, უცნობმა თავის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” რეჟიმის პატიმრებზე.




