უფლებადამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ ჩხრეკის შემთხვევაში

მას შემდეგ, რაც ოთხ დეკემბერს პოლიციამ არაერთი პოლიტიკური პარტიის ოფისი, ასევე, სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა დაიწყო, ადამიანის უფლებათა დამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში.
საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, წერს:
· „თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
· სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
· არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
· შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა“.
მოქალაქეებისათვის ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკის შემთხვევაში რჩევები გამოაქვეყნა არასამთვრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
„ამოღების ან ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელი ვალდებულია, ხელმოწერით გაგაცნოს სასამართლო განჩინება ან დადგენილება, რომლის მიხედვით ტარდება პროცედურა“, – წერს ორგანიზაცია.
4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზოციონერი ლიდერი , „გირჩის“ წევრი გელა ხასაია; ასევე, „ლელოს“ ორი წევრი.
ამავე დღეს ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების – „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ – ოფისებში.
ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში