ურსულა ფონ დერ ლაიენი – ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად

ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების დამტკიცებას.
ის სენატს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს კენჭისყრა.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტური უმრავლესობით ჩატარებულ პოზიტიურ კენჭისყრას. იმსახურებს ყველა შესაძლო მხარდაჭერას ს წინააღმდეგ. ახლა, ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყაროს კენჭი, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.