– ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს – გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან, ეს ისტორიული დღეა

ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს ჩვენ ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს. გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან. ეს ისტორიული დღეა“, – აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გუშინ გამოთიშეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”