ურსულა ფონ დერ ლაიენი – ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ხსნის შესაძლებლობებს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ რისკებსაც შეიცავს.
„ასადის სასტიკი დიქტატურა ჩამოიშალა. ეს ისტორიული ცვლილება რეგიონში იძლევა შესაძლებლობებს, მაგრამ რისკებსაც შეიცავს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, ევროპა მზადაა მხარი დაუჭიროს ეროვნული ერთიანობის დაცვას და სირიის სახელმწიფოს აღდგენას, სადაც უმცირესობების უფლებები დაცული იქნება.
„ვთანამშრომლობთ ევროპულ და რეგიონულ ლიდერებთან და ვაკვირდებით მოვლენებს“, = აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?