ურსულა ფონ დერ ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აპირებს, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს.
მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე გააკეთა.
ფონ დერ ლაიენის ნომინაციას მარტის დასაწყისში, მისი პოლიტიკური ოჯახის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ შიდა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად 21 თებერვალი დანიშნა.
კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროკავშირის ლიდერების შეხედულებისამებრ, ევროპული არჩევნების შედეგების გათვალისწინების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც ლიდერობს, სარგებლობს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის დაუწერელი პრივილეგიით.
ხელშეკრულებების თანახმად, კომისიის პრეზიდენტი ინიშნება ევროპულ საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით. ამის შემდეგ, საბჭოს წინადადება გადადის პარლამენტში, სადაც დასამტკიცებლად აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქაცარავა: მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს