თბილისი ვაშინგტონიდან სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება

საქართველოს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ოპოზიციური ჯგუფები ამერიკის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რაც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს მოჰყვა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” შემოღებულ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე და ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვის დაწყებაზეა საუბარი.
“ქართული ოცნების” განცხადების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეშ მცდელობად აფასებს. პარტიის პოლიტიკურ საბჭოში თვლიან, რომ ეს ნაბიჯი “ცინიკურიც” კია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღით ადრე.
“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-2022 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს” – წერია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას სოციალური ქსელებიდან მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ც. მან ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო ვაშინგტონის ნაბიჯს უწოდა “შანტაჟი” და “მუქარის პოლიტიკა”.
„ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!.. საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას!“ – წერს მდინარაძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ისინი თვლიან, რომ შეერთებული შტატების ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული და მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებას წარმოადგენს.
„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. -ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.
გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან. გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” -ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“.