ურთიერთპატივისცემის საფუძველზე პეკინი ტრამპთან თანამშრომლობისთვის მზად არის

ამერიკას ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. დონალდ ტრამპს ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიაში 292 ხმა აქვს. მიმდინარე პროცესებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან და გამოთქვამენ სურვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.
პირველი განცხადება გაკეთდა პეკინშიც. ჩინეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ მზად არიან ამერიკის ახალ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
„ჩვენი პოლიტიკა შეერთებული შტატების მიმართ არის თანმიმდევრული“,- თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რა გავლენას იქონიებდა ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებში.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს პატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად“,- თქვა ნინგმა.
ბრიტანულ სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ და მისმა, მათი თქმით იზოლაციონისტურმა, საგარეო პოლიტიკამ შესაძლოა ჩინეთს ვაკუუმი შეუქმნას თავისი გლობალური გავლენის გაფართოებისთვის.
„პეკინი ელოდა ახლო რბოლას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გამარჯვება ჩინეთისთვის არ არის სასურველი შედეგი და ეს იწვევს შეშფოთებას, ეს შედეგი პეკინისთვის სრულიად მოულოდნელი არ არის,“- ამბობს „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი ტონგ ჟაო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
კიედვ ერთი ანალიტიკოსი და ვეი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ცენტრის დირექტორი განმატავს, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება ამერიკულ-ჩინური ურთიერთობებისთვის დიდი გამოწვევა იქნება.
„ტრამპის მაღალი არაპროგნოზირებადობის გამო, ვფიქრობ ჩინეთისთვის რთულია იმის თქმა, რომ არსებობს ჩამოყალიბებული გეგმა,“- ამბობს და ვეი და განმარტავს, რომ როგორ განვითარდება ქვეყნებს შორის კავშირები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკა ექნება ჩინეთთან მიმართებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად