უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე გვირაბის გაყვანაზე მერია ხელშეკრულებას ამზადებს – გამარჯვებული გამოვლენილია

თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩისკენ ახალი გვირაბის გაყვანას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად გვირაბის გაყვანა 14 მილიონი ლარი დაჯდება.
შესყიდვაზე წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყო და 13 მაისს დასრულდა. სისტემაში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს “ნიუ ტრანს როუდი” ჩანს, რომლის მხრიდანაც წარდგენილი ფასი 11’787’078 ლარია.
ამ ეტაპზე თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებს, რომლის შემდეგაც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება პროექტის ღირებულება და ვადები.
ამასთან, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გვირაბის სიგრძე 110 მეტრი იქნება და ის ორივე ქუჩაზე მოძრაობის განმუხტვას ისახავს მიზნად.