უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან – მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნგრეთში ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცედ უჭერს მხარს.
“უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეიდან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას