უნგრეთი და სხვა ქვეყნები იმაზე მეტს აკეთებენ საქართველოსთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” – გია ცაგარეიშვილი

ორმაგი სტანდარტი და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება – ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან უნგრეთის პრემიერის მწვავე კრიტიკას.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ როდესაც საქართველოს სტატუსი არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სა და მოლდოვაზე წინ იყო, ოპონენტებს საკუთარი ქვეყანა არ დაუცავთ და, უფრო მეტიც, ევროპულ საბჭოს ეს გადაწყვეტილება მოუწონეს.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, უნგრეთი და სხვა ქვეყნები იმაზე მეტს აკეთებენ საქართველოსთვის, ვიდრე – ქართველი ოპოზიციონერები.
“ზოგჯერ, ისე ჩანს ხოლმე, რომ ჩვენი პარტნიორები – უნგრეთი და სხვა ქვეყნები, იმაზე მეტს აკეთებენ საქართველოსთვის, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” ან რომელიმე ოპოზიციონერი საქართველოს პარლამენტში. ეს არის მართლა სამარცხვინო მოვლენა, რომელიც თვალშისაცემია. დააკვირდით, ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის პოზიცია უფრო მკაფიოა, ხილული და მისაღებია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვიდრე ხაბეიშვილის მანჯგალაძის ან სამადაშვილის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, ოპოზიციის ამ მკვახე და მყვირალა განცხადებების მიუხედავად, საქართველო-უნგრეთის ურთიერთობასა და ჩვენს ევროინტეგრაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება,” – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება