უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იანოს ბოკა აცხადებს, რომ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი დააყენა.
„გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოაყენა, და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება რეგიონის სტაბილურობასა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი”, – განაცხადა ბოკამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მთელ რიგ აქტუალურ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, რომელზეც “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა საქართველოში არსებულ ვითარებას.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომას ლუქსემბურგში ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს.




