უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცსამსახურების წყარო აცხადებს, რომ ამიერიდან სამხედრო ობიექტები პეტერბურგში “უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია.” აფეთქებები მოხდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად.
დრონების შეტევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა, მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “აღკვეთეს ს რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განეხორციელებინათ ს ფედერაციის ობიექტებზე.” მოსკოვის მერმა თქვა, რომ დაშავებულები არ არიან. მომხდარის გამო, დროებით შეაჩერა მუშაობა პეტერბურგის აეროპორტმა “პულ-კოვომ.”
რაც შეეხება ოკუპანტების შეტევას, გასულ ღამით, ორჯერ მიიტანეს იერიში ხარკოვის ოლქზე. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხმელენცკის ოლქშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია

უკრაინული ლატარიის კომპანიის მიერ მოგებულმა სასამართლო დავამ ფარდა ახადა ევროკავშირის კურირების ქვეშ უკრაინის მიერ გამოცხადებული სანქციების, როგორც უკანონო პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების მანკიერ პრაქტიკას