უკრაინული დრონის თავდასხმის გამო, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაიხურა

სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საწარმოზე უკრაინული დრონით თავდასხმის მცდელობის გამო, ქალაქში მდებარე პულკოვოს აეროპორტი დროებით დაიხურა. შეზღუდვა თვითმფრინავების გამგზავრებასა და მიღებაზე ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან მოქმედებს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც საწარმოზე თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. მოგვიანებით, დრონის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც.
“საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტოსნენსკის რაიონის სოფელ ფორნოსოვოს მახლობლად ობიექტი გაანადგურეს. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა”. – განაცხადა დროზდენკომ.
განცხადება გაავრცელა ს თავდაცვის სამინისტრომაც. უწყებამ ლენინგრადის ოლქში უკრაინული დრონის განადგურება დაადასტურა.
“მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე შეჩერდა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.
საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლენინგრადის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.