უკრაინის შურისძიება რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ – უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქები ინტენსიურად იბომბება

უკრაინაზე ს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ს შურისძიებამ არ დააყოვნა. ახალ წლამდე ორი დღით ადრე, ინტენსიურად იბომბება უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქები.
უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა და რაკეტებმა ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ ბრიანსკს მიაყენეს, სადაც რუსული მედიის მტკიცებით, აფეთქებამ ორი ბავშვის სიცოცხლეც იმსხვერპლა.
გაცილებით დიდია მსხვერპლის რაოდენობა ბელგოროდში, სადაც, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14, ხოლო დაჭრილების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ეს 2-წლიან ომში უკრაინის მხრიდან რუსეთზე ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევაა.
რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსული ქალაქები, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, კვამლში იყო გახვეული.
კიევი ახალი წლის აღნიშვნას არ აპირებს და პირველ იანვარს ქვეყნის ოთხ ქალაქში გლოვის დღედ აცხადებს. გუშინდელ რუსულ სარაკეტო ტერორს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაიჭრა. მაშველები ოდესაში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში, ამ დრომდე, ეძებენ ნანგრევებში მოქალაქეებს.
ეს ომის დაწყების დღიდან რუსეთის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა იყო, რა დროსაც უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 160 ფრთოსანი რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვეს.
შველას ითხოვს. დიდმა ბრიტანეთმა ს სასწრაფო წესით გამოუყო 200 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა, ბაიდენი კი რესპუბლიკელებისგან ისევ ითხოვს კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტის მხარდაჭერას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა