უკრაინის ქალაქ სუმიში 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა რუსეთის დარტყმების შედეგად

უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე ს ძალებმა დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნეებს შორის იყო საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და სკოლის შენობა. მოსწავლეები დარტყმის მომენტში თავშესაფარში იყვნენ, მათ შორის დაშავებულები არ არიან.
ფორუმი