უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქს ბელგოროდის ოლქიდან სამი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტით, ზაპოროჟიეს ოლქის საჰაერო სივრციდან ერთი X-59/69 მართვადი რაკეტითა და Shahed-ის ტიპის 42 დრონით დაარტყეს“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა საზენიტო ბრძოლის შედეგად ყველა დრონი და ერთი X-59/69 მართვადი რაკეტა გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ