უკრაინის საჰაერო ძალები – რუსებმა სამი „სუ-34“ გამანადგურებელი დაკარგეს

რუსულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით „სუ-34“ ტიპის სამი გამანადგურებელი დაკარგეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, 22 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული დრონის ნაწილზე ოკუპანტების წერილობითი შეტყობინება დარჩა: „მოკვდით, ძუკნებო“.
„შესანიშნავი იდეა! აი, ჩვენი პასუხიც!“ – აღნიშნა ოლეშჩუკმა განადგურებულ რუსული თვითმფრინავების შესახებ საუბრისას.
ამასთან, ოლეშუკს არ დაუკონკრეტებია, თვითმფრინავები ჩამოაგდეს, თუ აეროდრომზე დარტყმით გაანადგურეს.