უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი – აღმოსავლეთში რუსული თვითმფრინავი რამდენიმე საათია აღარ გამოჩენილა

რამდენიმე საათია აღმოსავლეთ ში რუსული თვითმფრინავი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უკრაინის საჰაერო ძალების მუშაობის შედეგი.
”ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის, მტრის დრონები კვლავ დაფრინავენ სამხრეთით, მაგრამ ყველაფერი ნათელია აღმოსავლეთში!” , – დაწერა მან მოგვიანებით „ტელეგრამ“ არხზე.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 10-ზე მეტი თვითმფრინავი , მათ შორის „სუ-34“, „სუ-35“ და „ა-50“ ტიპის თვითმფრინავები. „ა-50“ აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს და ს ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე – უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ