უკრაინის პარლამენტმა წვევამდელთა დემობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო

23 თებერვალს უკრაინის “ვერხოვნა რადამ” მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც “სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, როგორც დეპუტატებმა განაცხადეს. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შევიდა, 319 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ თავისი განკარგულებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლოს ის წვევამდელები, რომელთა სამსახურის ვადა საომარი მდგომარეობის გამო განსაზღვრულ ვადებს გადასცდა.
უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ცნობით, კანონის თანახმად თადარიგში დათხოვნილი პირები არ 12 თვის განმავლობაში არ დაექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გამოძახებას, თუ თავად არ ექნებათ სამსახურის გაგრძელების სურვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა მ კანონპროექტი პარლამენტს 22 თებერვალს წარუდგინა და მის მიღებას „გადაუდებელი“ უწოდა.

საომარი მდგომარეობა ში 24 თებერვალს, ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს დაწესდა. ამავე დროს, გამოცხადდა საერთო მობილიზაცია. იმ მომენტიდან, უკრაინის „ვერხოვნა რადა“ რეგულარულად ახანგრძლივებს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა