უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე დარტყმებზე პასუხი იქნება ისეთი, როგორსაც სამხედროები გადაწყვეტენ – დიმიტრი პესკოვი

უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე დარტყმებზე პასუხი იქნება ისეთი, როგორსაც სამხედროები გადაწყვეტენ, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ისეთი და მაშინ, როგორც და როცა ჩვენი სამხედროები მიზანშეწონილად მიიჩნევენ“ , – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს აეროდრომებზე კიევის დარტყმებს. კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ორი პრეზიდენტის საუბრის დროს სანქციების საკითხი არ განხილულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!