უკრაინის დახმარებაზე აზრი ამერიკელებში პარტიული ნიშნით გაიყო

იმ ფონზე, როცა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტად დაწინაურდა, ამერიკელი მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი. უახლესი გამოკითხვა, რომელიც “ასოშეიტიდ პრესმა”, “ნორკის” საზოგადოებრივი აზრის კვლევით ცენტრთან ერთად ჩაატარა, აჩვენებს, რომ მათი აზრი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, პარტიულ ზღვარზე გადის.
ამერიკაში გამოკითხული დემოკრატები უმეტესად ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობა დაფინანსებით “არასაკმარისად” ეხმარება ს. რესპუბლიკელების უმეტესი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კიევს “ზედმეტი” დახმარება მიეწოდება.
აზრთა მსგავსი სხვადასხვაობაა შეერთებული შტატების კონგრესშიც, სადაც აზრი უმეტესად მსგავსად არის გაყოფილი. დემოკრატებით დომინირებულმა სენატმა ხმის უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინის, ს და ტაივანის დახმარების $95-მილიარდიანი ბიუჯეტი. აქედან დაახლოებით $60 მილიარდი სთვისაა განკუთვნილი. თუმცა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში სპიკერი მაიკ ჯონსონი ამ საკითხის განხილვაზეც კი უარს ამბობს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დემოკრატებთან და სენატის რესპუბლიკელ ლიდერ მიტჩ მაკკონელთან ერთად, 27 თებერვალს დახმარების დამტკიცებისკენ რესპუბლიკელ სპიკერს კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოუწოდა. მაგრამ, ჯონსონმა პასუხად თქვა, რომ კონგრესმა “პირველ რიგში უნდა იზრუნოს ამერიკის საჭიროებებზე”. პალატაში მმართველ რესპუბლიკელთა ნაწილი ამბობს, რომ დახმარების პროექტს მხარს მანამ არ დაუჭერს, სანამ ადმინისტრაცია მათივე შეფასებით, საკმარისად არ გაამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას და არ მოაგვარებს ამერიკის სამხრეთ საზღვრებთან შექმნილ რთულ ვითარებას.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის ომი ამერიკაში პრაქტიკულად პარტიულ წყალგამყოფად იქცა. დემოკრატების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ძალიან, ან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს ხელი შეეშალოს უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდებაში, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე უნდა მოილაპარაკონ, ამერიკა უნდა დაეხმაროს უკრაინას და მის სამხედროებს საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაში. ამ ყოველივეს გამოკითხული რესპუბლიკელების და დამოუკიდებელი ამომრჩევლების ნახევარზე ნაკლები ემხრობა.

ასევე დაგაინტერესებთ