უკრაინის დაფინანსებას ბრიტანეთის და ევროპის უსაფრთხოებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა – დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა თავის სტატიაში, რომელიც გამოცემა „The Hill-მა“ დაბეჭდა, განმარტა, რატომ მიესალმება -ის სენატის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში დამატებითი კანონპროექტის მიღებას.
კამერონი წერს, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც სხვათა შორის, უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, დიდი მნიშვნელობისაა ბრიტანეთის და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ სტატიაში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო და საფინანსო დახმარების მნიშვნელობას ეხება,კამერონი გამოთქვამს სურვილს, რომ არ უნდა „ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა“.
წერილში ის ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის დახმარებამ უკვე გამოიღო შედეგები: „ უკვე გავანადგურეთ ს ომამდელი სამხედრო პოტენციალის ნახევარი სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტის 10 პროცენტის ხარჯზე.“ კამერონი თვლის, რომ მარცხისა ახლა პუტინს უნდა ეშინოდეს. მან დაკარგა შავი ზღვის ფლოტის თითქმის მეოთხედი და ორ წელიწადში მოკლული და დაჭრილია მისი 300 ათასი ჯარისკაცი, მეტი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომში ათი წლის მანძილზე.
„რუსეთში მოხდა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე პირველი გადატრიალების მცდელობა და ას წელიწადში პირველი დეფოლტი ვალების გამო,“ – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი და აცხადებს, რომ ახლა არჩევანის წინაშე ვართ, უბრალო გამოცდის წინაშეო.
„მსურს, ყველამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროპელმა და სხვა მოკავშირეებმა, ს მხარი დავუჭიროთ სრულიად გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“… იღნიშნავს კამერონი და იხსენებს ევროპის ისტორიას, XX საუკუნის 30-იან წლებს, როცა ნაცისტური გერმანიისთვის დათმობას მოგვიანებით ბევრად უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
კამერონი წერს 2008 წლის აგვისტოს ომზე: არ მინდა, რომ ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც „2008 წელს პუტინის წინააღმდეგ გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ან გაუბედაობა რეაგირებისას, როცა მან წაიღო და დონბასის დიდი ნაწილი, ვიდრე შემობრუნდებოდა და მისი აგრესია 2022 წელს უფრო ძვირი დაგვიჯდა“, გამოთქვამს თავის სურვილს კამერონი. ის წერს, რომ ესკალაციის საშიშროება მოჩვენებითია, უკრაინას ბრიტანეთმა მიაწოდა სხვადასხვა სახის იარაღი და პუტინი მუდამ ესკალაციით გვაშინებდა, რაც ცარიელი რიტორიკა იყო.
„მოდით, ახლა ეს ჩვენ გავაკეთოთ“ – აცხადებს ბრიტანეთის მთავარი დიპლომატი, რომელიც თვლის, რომ ეს ეხება იმას, რასაც ორივე ქვეყანა, აშშ და ბრიტანეთი იცავენ: „ჩვენ აგრესიას ვებრძვით, ვიცავთ თავისუფლებას. ჩვენ მხარში ვუდგავართ მეგობრებს. ჩვენ ვაჩვენებთ ამ საშიშ, გაურკვეველ სამყაროს, რომ ჩვენი ნება ურყევია. და ჩვენ გავიმარჯვებთ“ – წერს თავის, 14 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში .