უკრაინის დაზვერვამ ნოვი მოსკოვის აეროდრომზე ცეცხლმოკიდებული შვეულმფრენის ვიდეო გაავრცელა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი Ka-32 შვეულმფრენი იწვის ნოვი მოსკვაში მდებარე ოსტაფევოს აეროდრომზე. სპეცსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეულმფრენი, რომელიც ში რუსეთის არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, მთლიანად დაიწვა.
უკრაინის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი 26 აპრილის ღამეს დაიწვა. გამოქვეყნებულ ვიდეოზე არ ჩანს შვეულმფერნის სარეგისტრაციო ნომერი არ ჩანს. ჩანაწერიდან შეუძლებელია მისთვის მიყენებული ზიანის ხარისხის დადგენა.
მოსკოვს უკრაინული მხარის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო 26 აპრილს აეროდრომზე გაჩენილი ხანძარი არ დაუფიქსირებია.
უკრაინამ ბოლო ხანს რამდენჯერმე განაცხადა რუსეთის აეროდომებზე დრონებით განხორციელებული იერიშებისა და რუსული ავიაციის განადგურების შესახებ, რაზეც ხშირ შემთხვევაში რუსეთი რეაგირებას არ ახდენს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ