უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა კრასნოდარში სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს, რომელსაც მტერი Shahed-ის ტიპის დრონების უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად იყენებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, 6 თებერვალს ღამით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აეროდრომი გამოიყენება Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოსამზადებლად და უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად, ასევე იმ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რომლებიც ამოცანებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ასრულებენ.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორში მონაწილეობენ, დარტყმები გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო