უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს იანვრის დასაწყისში შედგება. ჩვენ ბატონ კელოგს ველოდებით და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აქვს მას მხედველობაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”