უკრაინელი ოლექსანდრ უსიკი მეორედ გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი კრივში

19 ივლისის საღამოს, უკრაინელმა მოკრივემ ოლექსანდრ უსიკმა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ბრიტანელი დენიელ დიუბუა დაამარცხა და მეორედ გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში კრივში.
ბრძოლა მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დასრულდა. ეს უსიკის მეორე გამარჯვებაა დიუბუასთან და 24-ე მის პროფესიულ კარიერაში – 24 ბრძოლიდან.
ბრძოლის შემდეგ უსიკმა მადლობა გადაუხადა „მთელ უკრაინას“ მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს. „ბევრი შეტყობინება მივიღე სხვადასხვა ქვედანაყოფის ბიჭებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან. თქვენ წარმოუდგენლები ხართ, თქვენ მაძლევთ საშუალებას, რომ ახლა აქ ვიყო“, – თქვა მოკრივემ.
უსიკი ამბობს, რომ მისი კარიერა გაგრძელდება, რადგან, მისი სიტყვებით, „38 წელი სიბერე არ არის. ეს მხოლოდ დასაწყისია“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსიკს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ის თავისი გამარჯვებებით მთელ ქვეყანას შთააგონებს.
2024 წელს მან დაამარცხა ბრიტანელი მეტოქე ტაისონ ფიური და მძიმე წონაში პირველი აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1999 წლის შემდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს