უკრაინელი დეპუტატი – სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი – შესაძლოა, ეს დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი, – ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent-ს უკრაინელი დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ განუცხადა.
„ეს არის დიდი სამთავრობო ცვლილებები. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი. წინ რთული დრო გველის, რთული შემოდგომა და ზამთარი. შესაძლოა, ეს ცვლილებები გარკვეულწილად დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან“, – აღნიშნა ოლექსანდრ მერეჟკომ.
შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დღეს განაცხადა, რომ კულებამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თანამდებობებს ტოვებენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი. მისივე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები ასევე წარადგინეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. უმაღლეს რადაში გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების ფონდის თავმჯდომარემ, ვიტალი კვალიმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ