უკრაინელებმა ოთხ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 გაანადგურეს

რუსებმა წუხელ ს „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 15 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით ცის დამცველებმა გაანადგურეს 15 „შაჰედი“ მიკოლაივის, ოდესის, სა და ჩერკასის ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები ს ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი დროებით ოკუპირებული დან და რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან.
შეტევა უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.
შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ოდესაში შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და სულ მცირე 14 ბინა განადგურდა.