უკრაინა საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებულ დრონებს და რაკეტებს იგერიებს – ბოლო ამბები ფრონტის ხაზიდან

ოკუპანტების მიერ გაშვებულ უპილოტო საფრენ აპარატებს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გარდა, სამხედროები მსგავსი მეთოდებით იგერიებენ.
უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ თავდასხმას საოკუპაციო ძალა 29 დეკემბრიდან ინტენსიურად ახორციელებს.
დრონების გარდა, რუსი ჯარისკაცები ათობით ტაქტიკურ რაკეტას ისვრიან. კრემლის ინფორმაციით, მთავარი სამიზნე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაა. თუმცა, ამ განცხადებების მიუხედავად, მსხვერპლი იზრდება მშვიდობიან მოსახლეობაში. მხოლოდ კიევში დაიღუპა 30 ადამიანი. დაშავებულია 35 სამოქალაქო პირი.
ს ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ იტყობინება ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. ძალოვანი უწყების ცნობით, სამიზნე იყო ბელგოროდის ოლქის სამხედრო ინფრასტრუქტურა. კრემლი ირწმუნება, რომ ჩამოგდებულია უკრაინელების გაშვებული 12 ტაქტიკური რაკეტა. დაღუპულია 1 და დაშავებულია 11 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები. კიდევ ერთი რაკეტა ძალოვანი უწყების ცნობით, განადგურებულია ოკუპირებულ სევასტოპოლში.
ში ომის 679-ე დღეს განცხადებას ავრცელებს ეუთო. ორგანიზაცია გავრცელებულ წერილში გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია