უკრაინა საბოლოოდ გამოვა რუსეთის გავლენის სფეროდან – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ გამოვა ს გავლენის სფეროდან. სტოლტენბერგი არ მოელის ომის მალე დასრულებას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგი გერმანულ სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში თქვა.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.
„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფების დაუშვებლობა იყო, მაგრამ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინა ნატოსთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, „პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს რუსეთისთვის მასშტაბური სტრატეგიული მარცხია“. მან ხაზი გაუსვა რუსეთის სამხედრო დანაკარგებსაც – ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, 300 ათასი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო. ქვეყანაში იზრდება ინფლაცია და უარესდება ცხოვრების ხარისხი და „რუსეთი ახალ პოლიტიკურად მეტადაა იზოლირებული ვიდრე მანამდე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი აქვს, 15 დეკემბერს უნგრეთის გამოკლებით, ევროკავშირის დანარჩენმა 26 ქვეყნის ლიდერებმა ხმა მისცეს უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.