უკრაინა მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში $1,5 მილიარდს მიიღებს

მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, მ 1,5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, განაცხადა პარასკევს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა. დახმარება გამიზნულია ქვეყანს ბიუჯეტის დახმარებასა და სოციალური ხარჯების დაფარვისთვის.
უკრაინა დასავლელი პარტნიორების ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, საგარეო დაფინანსება შემცირდა და -ის დახმარების პაკეტი, თვეების განმავლობაში, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის თანხმობას ელოდება.
მარტში კიევმა, დაახლოებით, 9 მილიარდი დოლარის საგარეო დაფინანსების მოზიდვა მოახერხა, აცხადებს უკრაინის ფინანსთა სამინისტრო. დონორებს შორის იყვნენ ევროკავშირი, კანადა, იაპონია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და დიდი ბრიტანეთი.
მსოფლიო ბანკის დახმარების ახალი ტრანში ბრიტანეთმა და იაპონიამ დააფინანსა, თქვა შმიჰალმა.
“984 მილიონი დოლარი მოდის იაპონიიდან და 516 მილიონი დოლარი დიდი ბრიტანეთიდან. სახსრები დაფარავს ბიუჯეტის ხარჯებს, სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და რეკონსტრუქციისთვის”, – წერს ის X-ზე.
მარტის დასაწყისში, ევროკავშირის საფინანსო პროგრამის ფარგლებში, უკრაინამ 4,5 მილიარდი ევროს დახმარების პირველი ტრანში მიიღო.
საკუთარი შემოსავლების უმეტეს ნაწილს თავდაცვის ძალისხმევის დასაფინანსებლად ხარჯავს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში, 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კიევი დასავლელი პარტნიორების დაფინანსებაზე ასევე დამოკიდებულია მისი სოციალური ხარჯების დასაფარად.
“2024 წელსმ საგარეო დაფინანსებამ 10,2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, დახმარებამ, 83,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საერთაშორისო დახმარება მიმართულია უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად”, – დასძინა სამინისტრომ.