,, უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს ს წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მივესალმები -ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას“, – წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყარონ კენჭი კანონპროექტს.
„ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება.