უკრაინა ერთ დღეში სამი რუსული სუ-34-ის ჩამოგდებაზე იუწყება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 22 დეკემბერს სამი რუსული თვითმფრინავი სუ-34 გაანადგურა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლაი ოლეშუკი ამბობს, რომ თვითმფრინავები სამხრეთის [ზაპორიჟიე, ხერსონი] ფრონტზე ჩამოაგდეს.
„22 დეკემბრის ღამით ჩამოგდებული [დრონის] შაჰედის ნაგლეჯზე მივიღეთ ოკუპანტთა გზავნილი – „მოკვდით, ბო**ბო“. კარგი იდეაა! აი, ჩვენი პასუხიც! დღეს, შუადღისით, სამხრეთის ფრონტზე მინუს სამი რუსული გამანადგურებელი-ბომბდამშენი სუ-34! მუდმივ ფრენას გისურვებთ, „ძმებო!“, – ციტირებს მას „უკრაინსკა“ პრავდა.
სუ-34 საბჭოთა დროს შექმნილი მრავალფუნქციური, ჰიპერბგერითი თვითმფრინავია და ფრონტიდან 600 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია დარტყმების განხორციელება, ძლიერი წინააღმდეგობის ფონზეც. რუსული ჯარი მას 2014 წლიდან იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ