უკრაინა და რუსეთი დრონებით და რაკეტებით შეტევების შესახებ იუწყებიან

ს სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ხარკოვის და ნიკოლაევის ოლქებზე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 26 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ დან და კურსკის ოლქიდან შეუტია 12 დრონით, ხოლო დონეცკის მიმართულებიდან – 2 საზენიტო რაკეტით.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12-ვე დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის ხელისუფლება ხმელეთზე გამოწვეული შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება.
რუსეთის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მორიგი შეტევა იყო ბელგოროდის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ 2 და ასეთივე სისტემა „ვამპირის“ 13 ჭურვი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქში დაიცხრილა ერთ-ერთი რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა, სადაც 2 მეხანძრე დაიჭრა.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში