უკრაინა ამბობს, რომ რაკეტები ამოეწურა და ვერ ახერხებს რუსეთის იერიშების მოგერიებას

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებით საჰაერო თავდაცვითი რაკეტების ნაკლებობა ს ხელს უშლის მოიგერიოს ს იერიშები. მისი თქმით სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ს ოლქში რუსეთმა უკრაინის უდიდესი ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.
ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს დროული დახმარებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ უკრაინის მწირე რესურსი საჰაერო თავდაცვის კუთხით რთულ ვითარებაში აგდებს უკრაინის თავდაცვის ძალებს, მაშინ როცა რუსეთი ზრდის იერიშებს უკრაინის ენერგოსისტემებზე.
„11 რაკეტა გაისროლეს. ჩვენ პირველი შვიდი რაკეტა გავანადგურეთ, ოთხი დარჩა და მათ ტრაიპალია გაანადგურეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არცერთი რაკეტა აღარ გვქონდა. ჩვენ გაგვითავდა რაკეტები რათა დაგვეცვა ტრაიპალია“,- უთხრა ზელენსკიმ ტელეკომპანია „PBS“-ს.
ზელენსკიმ მედიასთან მანამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, იმის შესახებ თუ არსებული მწირი რესურსით რა დაიცვას. ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს რაკეტები უთავდება.
ტრაიპალიას თბოელექტროსადგური, რომლის შესახებაც უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს, კიევის მახლობლად მდებარეობს და ის 1800 მეგავატის სიმძლავრისაა. რუსეთმა სადგურზე იერიში 11 მარტს მიიტანა, რამაც ენერგო-ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანა.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგო-ობიექტებზე იერიშები მარტის შუა რიცხვებიდან გაახშირა.