ანდრია ჯაღმაიძე: რა დროს დარეკვაა ახლა, ამ შუაღამისას?

„რა დროს დარეკვაა ახლა, ამ შუაღამისას?“, – ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პუბლიკას“. მას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ საპატრიარქოს პოზიციის გასაგებად დავუკავშირდით.
⭕ რამდენიმე წუთის წინ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა.
⭕ სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
⭕ პრეზიდენტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.