უკრაინა ადასტურებს შეტევას რუსეთის კიდევ ერთ ობიექტზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ რუსული წყაროებით გავრცელებულ ცნობებს ვორონეჟის ოლქში მდებარე საავიაციო ცენტრზე დრონებით შეტევის შესახებ.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ საავიაციო ქარხანაზე იყო დარტყმა, რომლის დეტალებს არ გაასაჯაროებენ. იუსოვის წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ქარხნის ძირითადი საწარმოო სიმძლავრეები.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, გამთენიისას აფეთქებები იყო ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის საავიაციო ცენტრის ტერიტორიაზე, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, „ხმელეთზე შედეგები“ კი „დასაზუსტებელია“. ს თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს ორი უკრაინული დრონი.
რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
ცალკეულ შემთხვევებზე ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, უკრაინას, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ