“უკრაინაში ყველა ხვდება, რომ ცვლილებები საჭიროა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომის გრძელდება. ს სამიზნე ომში მყოფი ქვეყნის დასახლებული პუნქტები გახდა. კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე იერიში აგრესორმა სარაკეტო დარტყმებით მიიტანა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულებიც.
უკრაინის პრეზიდენტს, ს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნეს.
“მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება ჩვენი პოზიციების დაცვაში – ჩვენ ვამზადებთ განახლებულ მოთხოვნებს პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის. წინ ნაყოფიერი საუბრების კვირა გველოდება. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა შტაბის სხდომაზე რუსეთის შესაძლო ქმედებებისა და მომავალი წლის საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ვაანალიზებთ ყველა შესაძლო სცენარს 2024 წლისთვის. ში ყველა ხვდება, რომ ცვლილებები საჭიროა. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია. საქმე ეხება პირობებს ყველასთვის, ვინც ამჟამად ჯარში იმყოფება – და მათთვის, ვინც ჯარში წავა. ეს არის ყოვლისმომცველი რამ, რაც სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს პერსონალს. ველოდები ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერს ვეთანმხები სრულად – იმ დროს, როცა გადატრიალება ხდებოდა, იგეგმებოდა სისხლის ღვრა და უბედურებას გადავურჩით, ის ევროპული ქვეყნები და ამერიკაც, რომლებიც ადრე თავს უფლებას აძლევდნენ ჩვენთვის ჭკუა დაერიგებინათ, ახლა საეჭვოდ სდუმან – ახლა ყველანაირად ცდილობენ თავიანთი აგენტურის გადარჩენას

5-7 ათასი რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე, ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება, შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად, საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა

გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, არ შეიძლება, გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე

დავით ჩიხელიძე გოგობერიშვილის თვითმკვლელობაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი