უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, „უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად“ ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, „უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად“ ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის და ორგანიზაციის – Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 3 წლისთავზე, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად ლისის ტბის მიმდებარედ, სარეკრეაციო პარკში გაიმართა მონუმენტის ყვავილებით შემკობის საზეიმო ცერემონია.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის, Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები.
უკრაინელების სრულმასშტაბიანი წინააღმდეგობის, გამბედაობისა და შეუპოვრობის სამი წელი…
ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის. ჩვენ გვახსოვს დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მადლობას ვუხდით კერძო კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად