უკრაინაში მებრძოლი თენგიზ ჭანიას ცხედარი განმუხურში ჩაასვენეს

ში ს ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი საკუთარ სახლში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ჩაასვენეს. ოკუპირებული დან დევნილი 48 წლის მებრძოლის ცხედარს ახლობლები, მეგობრები და თანასოფლელები უკრაინის და საქართველოს დროშებით დახვდნენ.
“ბოლოს 18 მარტს ველაპარაკე. დედაო, – დამაბარა, – მოხუცები ხართ და თავს მიხედეთო. ასე მითხრა: ჩვენ დავბრუნდებით, გავიმარჯვებთ და სოხუმიდან მოვალთო. შევპირდი, სუფრას დაგახვედრებ და ვიზეიმოთ მეთქი”, – ამბობს ნუნუ ჭანია, თენგიზის დედა.
თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა ადგილზე მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს. სამშობლოში კი დღეს, 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
48 წლის მებრძოლი რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილია. მშობლიური სოფლის იძულებით დატოვების შემდეგ ოჯახთან – ცოლთან და ორ შვილთან – ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დასახლდა. აქვე ცხოვრობს მისი ტყუპისცალი ძმა. ოკუპაციისა და საფრთხის მიუხედავად, მებრძოლის მშობლები მშობლიურ ოტობაიაში დარჩნენ.
თენგიზ ჭანია გამოცდილი მეომარი იყო. მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის“ პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და როგორც გამოცდილი მებრძოლი, ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.
48 წლის მებრძოლს მშობლიურ ოტობაიასთან ახლოს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ განმუხურში, 9 აპრილს დაკრძალავენ სამხედრო პატივით.
რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ